შალვა მჭედლიშვილი

გველი და მწყემსი ბიჭუნა


ასე დავიწყოთ ზღაპარი, თუ ვინმემ არ დაგვიწუნა,
იყო და არა იყო რა, იყო ობოლი ბიჭუნა,
არც სახლი ჰქონდა საბრალოს, არც ხარი ჰყავდა ნიკორა,
იყო და არა იყო რა, იყო და არა იყო რა...
დაიწვას ბედი მზაკვარი,
ბედი ობლობის მომგონი...
ჰო! იყო შიშველ ტიტველი მწყემსი ბიჭუნა ობოლი
     

ერთხელ იმ ქვეყნის ხელმწიფემ ნახა სიზარი საზარი.
ნახა საზარი სიზმარი ეშმაკის ნათილისმარი,
პირქუშ ცას დაჰკიდებოდა სასხლიან ბრჭყალით აფთარი,
წითელი თოვლი ბარდნიდა, იდგა სასტიკი ზამთარი...
შეჰყარა ნაზირ-ვეზირნი, მისნებიც იმ ქვეყნისამი,
ვერც ბრძენმა, ვერც ჭკუასუსტმა . ვერვინ აუხსნა სიზმარი.
ზოგს ხმალით თავი წაჰკვეთეს, ზოგს გულში ჩაჰკრეს ისარი.

მწყემსსაც უბრძანეს საბრალოს, სასწრაფოდ მეფეს ხლებოდა,
იქნებ აეხსნა სიზმარი, ბრიყვულად რამ არ ებოდა,
გზას ვისდევს მშიერ-მწყურვალი მწყემსი კვნესით და გოდებით:
.მე როგორ ავხსნი იმ სიზმარს, ანდა ვის შევეცოდები!.
უცებ სად იყო სად არა, გამოჩნდა უშველებელი
მაჯის უმსხოსი, ჩხრიალა საზარი უხსენებელი.
ფეხზე დადგა და კაცის ხმით ბიჭს უთხრა
.კმარა, რად სტირი, ბედსა ბედსა გწევ, ოღონდ მომეცი
იმ განძის მცირე ნაწილი, ხელმწიფე უენ რომ გიბოძებს...
მე სიზმრის ახსნას გასწავლი, გასწავლი, ნუ გაიოცებ...

.სულ შენი იყოს... მე აბგა და ეს კომბალი მეყოფა,
ოღონდ თავი არ წამკვეთონ, ბეჩავს მეყოფა მწყემსობაც..
წადი, უთხარი ხელმწიფეს, - აფთარი მისი მტერია,
რომელსაც იგი აქამდე ვერაფით ვერ მოერია
წმინდა გიორგის თაძარში ნაკურთხ მახვილით დალახვროს,
და იმ მტერს დაუძინებელს, გააცამტვერებს, დაამხობს.
და მწყემსმა ახსნა საზნარი, გეხდა ბრძენკაცთა საქები,
საჭურჭლით მძიმედ დატვირთეს, აჩუქეს ასი აქლემი.

რომ ბრუნდებოდა, ბიჭუნას გზად თავის ნხსნელი დაუხვდა,
როგორც შვილს მიესალამა, მიეალრსა და უთხრა:
ობოლო, ბედს რომ ეწიე, არ გაგიხდები ზიარად,
ერთი ალმასი მაჩუქე, თუნდ მთლად პაწია, ბრჭყვიალა,
იმ ალმასით და შელოცვით მსურს განვიკურნო იარა.
.გზა მონეც, ვის დაჰკარგვისარ, ბრძანდები ვიღაც მოცლითა.,
დაჰკრა ბიჭუნამ კომბალი, გველს ჭრელი კუდი მოსწყვიტა:


გამოხდა ხანი, კვლავ ნახა მეხა მეფემ საზარი საზმარი,
სიზმარი ჯადოქარული, ეშმაკის ნათილისმარი,
მე იმ სიზმაკიც მოგითხრობთ, თუ ლექსი არ დამელია...
კუდით ცას გადნოეკიდა კბილდაღრჭენილი მელია,
მოწამლა ჭები, წყარონი, ჭალა და მინდორ-ველია.

და უხმეს ისევ ობოლ მწყემსს, სასახლის კარზე ელიან.
ისევ გზას მისდევს მწუხარედ აკვნესებული ბიჭუნა,
თვალთაგან სისხლის ცრემლები მრავალჯერ ჩამოიწურა,
მოსთქვამდა: .- სად ხარ კეთილო, ჩემო უბრძნესო მრჩეველო,
საჭურლეს სულ შენ დაგითმობ, ორონდ კვლავ გნახო, შემეძლოს.
ჰა! გამოცურდა ხვრელიდან უხსენბელი ლამაზი,
ბუჭს უთხრა: .აბა, რას გარგებს ოქრო-ვერცხლი და ალმასი!.
.- სულ შენი იყოს სიმდიდრე, მე კი რაც მქონდა, მეყოფა,
ჩემი აბგა და კომბალი, ჩემი ყურშა და მწყემსობა.
.- მე გაპატიე, ობოლო, ღალატი, დაუნდობლობაც,
რადგან შენსავით მეც მწარე გამომიცდია ობლობა
წადი, უთხარი ხელმწიფეს: მელა ფარული მტერია,
დიდებულები შეთქმულან და მის დამხობას ელიან.

ახსნა ბაჭუნამ სიზმარი, კვლავ გახდა ბრძენთა საქები,
ნაწყალობევი საჭურჭლით დატვირთეს ასი აქლემი.

გზად მიდიოდა ობოლი და ტკბილად მიიმღეროდა,
იმ გზაზე ისევ კეთილი უხსენებელი ელოდა.
გზა გადაუჭრა ბიჭუნას და მეგობრულად შესცინა:
.- ვხარობ, რომ ჩემმა სიკეთემ ამდენი რამე შეგძინა!.
იუკადრისა ობოლმა და მაინც უთხრა ალერსით:
.- მსურს მოგეხვიო, ალმასიც მოგართვა უელვარესი!.
და ახლო მოსულ მეგობარს კინაღამ თავი მოჰკვეთა.
ეჰ! სიკეთეს თუ ვაკეთებთ, უფალი მაინც ხომ ხედავს,
რა საჭიროა დაგვიდგეს უფლის წინ ვინმე მოწმედა.

კიდევ გავიდა დრო-ჟამი... მეფემ სხვა ნახა სიზმარი.
ცას ცხვარი გადმოეკიდა, სხივნი ჰნოსავდნენ მზისანი.
ოქროსი იყო მთლიანად, ოქროს ბილანი სცვიოდა,
ციდან დიდსა და პატარას მზესავით ჩამოსცინოდა!
ისევ მოიხმო ხელმწიფემ ის ნაობლარი ბიჭუნა,
ისევ ნოიხმო ხელმწიფემ ის ნაობლარი ბიჭუნა,
რადგან სიბრძნე და მისნობა მხოლოდ იმისი ირწმუნა!
თავის სიბრიყვე-სიხარბით მოძულებული მრჩეველი
მაგრამ დახედეთ სასწაულს, გველი ღიმილით დაუხვდა.
ბიჭუნას სამდურავისა არც ერთი სიტყვა არ ყთხრა.
ესა თქვა: .- უთხარ ხელმწიფეს: მშვიდობას ნიშნავს ცხვარია,
თუმცა ძე არ ვარ ადამის, სიკეთე მეც მიხარია.
როცა აფთარის დრო არის, სუყველა სისხლის მსმელია...
ერი და ბერი ორგულობს, ცაში თუ მოჩანს მელია...
აწ კი, ობოლო ბიჭუნავ, ცაში რომ კრავი ჰკიდია,
დიდიც, პატარაც სიკეთის დალოცვილ გზაზე მიდიან
ნურას ინანებ, სიავეც ბრალია იმ ავ ჟამისა,
მეც ყველას ავი თვალისგან ახლა სიკეთე დამიცავს.
შენც კრავს ედრები! სჯობს მაინც გამშორდი, ადამიანო,
შენ შენი გზა გაქვს სავალი, მე ჩემ გზით უნდა ვიარო.
ოღონდ ნურასდროს დამგესლავ, თვითონ მოვირჩენ იარას,
შენ კი კეთილ გზით იარე, სხვა შენი არა მინდა რა.