UNDER CONSTRUCTION
Will contain some language errors
Scratch from translation needs editing

შალვა მჭედლიშვილი


სონეტი დანტეს

ო, დანტე, დანტე! ჯოჯოხეთიც ვერ გაგვაკვირვებს,
ამ საუკუნის გზააბნეულ და დევნილ მგოსნებს,
ნავლი რა არის სიყვარულის, ნავლიც კი მოსპეს,
ასი ათასჯერ ჯოჯოხეთის გავცვლით ნაპირებს.
ასი ათასჯერ ჩვენი ბედის ვარსკვლავს დავტირეთ,
დღეს ყვავილიც კი დანად იქცა, რაღა ოცნება,
ვინ დაგვინდობდა ან საშველად ხელს ვინ მოგვცემდა,
ყვავილითაც კი სასიკვდილოდ გულში დაჭრილებს!
ყველგან სიცხადის ზეიმია, შავი სიცხადის,
ყოველი ლექსი უსაზარლეს სიკვდილს გვიქადის.
ჯოჯოხეთია ჩვენი გულის ყოველი ფეთქვა,
ნუგეშზე ფიქრი, ოცნებაც კი ჯოჯოხეთია.

გესმით? ენაც კი ამოგვგლიჯეს, რომ ვერსად გვეთქვა
ის, რაც ზღაპრად თქმულ ჯოჯოხეთზეც უფრო მეტია!
1939წ.

ციმბირის გზებზე

ჩალით დახურულ რუსეთს სალამი!
სისხლიანი რომ ამკობს ალამი!
მე სტოლიპინის რონოდით მოვვლე
ბნელი რუსეთი... ვრცელი რუსეთი,
და ყველგან შევხვდი ქედმოხრილ მონებს
და ყველგან დამხვდა ბრმა ბურუსეთი.
წამართვეს ქნარი ტკბილმოუბარი,
მომწყვიტეს მშობელ მთებს და ტრამალებს
და ჟანგიანი ხელთ მომცეს ბარი,
რომ თვით გავთხარო ჩემი სამარე!
კაცი ჩალად ღირს, სიცოცხლე გროშად,
ყველგან ჯალათის ელვარებს დანა,
აქ ყოვლისშემძლე ატომის დროში
ჯერ კიდევ მეფობს ბრინჯაოს ხანა...
და მაინც გულში ღვივის იმედი,
თუმც მწუხრი ჰმოსავს მიწას და ზეცას
და მეც რა მეთქმის იმისი მეტი -
"ამ ბორკილებით ვამაყობ დღესაც"!

ს. პუშკინო, 1952წ.



UNDER CONSTRUCTION
Will contain some language errors